გატუზოს უნდა მისი როლი კინოში დე ნირომ შეასრულოს

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იმაზე ისაუბრა, თუ ვისთან ერთად ისურვებდა თამაშს და ვინ უნდა კინოში მისი როლი შეასრულოს.

"ყველას რონალდო და მესი მოსწონს, მე კი მოდრიჩთან ვითამაშებდი. ის არაჩეულებრივი ფეხბურთელია, ფსიქოლოგიურად მდგრადი, ნამდვილი სპორტსმენი.

ადრე ნამდვილი მხეცები თამაშობდნენ: ედგარ დავიდსი, დენის უაიზი, პოლ ინსი. მაგარი ბიჭები იყვნენ.
ახლა პოგბას წინააღმდეგ ვითამაშებდი. კიდევ ბლეზ მატიუიდი მომწონს. ის თითქოს მოედანზე არ ჩერდება.

ვინ მინდა კინოში ჩემი როლი შეასრულოს? ვფიქრობ, დე ნირომ. ამას რომ ვამბობ, ჩემს მიმიკას, ლაპარაკის მანერას, ჟესტიკულაციას და მოძრაობას ვითვალისწინებ", -
განუცხადა გატუზომ Football Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული