"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ ტრავმა მიიღო.
მან სენეგალის ნაკრებში მიიღო ხელის ტრავმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სერიოზული არაფერი არ სჭირს.
სადიო დღეს სუდანის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ადრე ტრავმების გამო "ლივერპულში" დაბრუნდნენ ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და ჰოლანდიის ეროვნული გუნდის მცველი ვირგილ ვან დეიკი.