ერთა ლიგა. IV ტური: საფრანგეთმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური მატჩი პარიზში ჩატარდა, სადაც საფრანგეთმა გერმანიას 2:1 სძლია.

დებიუტში კროოსმა პენალტით კი დააწინაურა ალემანები, მაგრამ მეორე ტაიმში გრიზმანმა დუბლი შეასრულა დ ფრანგებმა  გაიმარჯვეს.

გრიზმანმა ეროვნულ გუნდში 26 გოლი გაიტანა და სამფეროვანთა ბომბარდირების ათეულში შევიდა. მან ბუნდესგუნდს უკანასკნელ 3 მატჩში 4 გოლი გაუტანა.

გერმანიამ ერთ წელიწადში პირველად წააგო 6 მატჩი და პირველად განიცადა ზედიზედ 2 ოფიციალურ შეხვედრაში მარცხი.


უკრაინამ ხარკოვში ჩეხეთს 1:0 მოუგო და
A ლიგაში გადავიდა.

სომხეთმა გიბრალტართან წაგების შემდეგ მაკედონია გაანადგურა (4:0), გიბრალტარმა კი ისევ გაიმარჯვა - ამჯერად ლიხტენშტეინს 2:1 სძლია. ამ გუნდს აქამდე ოფიციალური შეხვედრა მოგებული არ ჰქონდა და ზედიზედ მეორედ იმარჯვა.

A ლიგა. 1 ჯგუფი.
პარიზი. "სტად დე ფრანსი". 75 000 მაყურებელი
საფრანგეთი - გერმანია 2:1
გოლები: 0:1 კროოსი (14, პენ), 1:1 გრიზმანი (62), გრიზმანი (80, პენ)

B ლიგა. 1 ჯგუფი
ხარკოვი. "მეტალისტი". 32 000 მაყურებელი
უკრაინა - ჩეხეთი 1:0
გოლი: 1:0 მალინოვსკი (43)

B ლიგა. 4 ჯგუფი
დუბლინი. "ავივა". 38 321 მაყურებელი
ირლანდია - უელსი 0:1
გოლი: 0:1 უილსონი (58)

C ლიგა. 3 ჯგუფი
ოსლო. "ულევი". 9 523 მაყურებელი
ნორვეგია - ბულგარეთი 1:0
გოლი: ელიონოუსი (31)

ლიუბლიანა. "სტოჟიცე"
სლოვენია - კვიპროსი 1:1
გოლები: 0:1 პაპოულისი (37)1:1 სკუბიჩი (83)
გაძევება: კასტანოსი (66, კვიპროსი), ილიჩიჩი (90+1, სლოვენია), დემეტრიუ (90+6, კვიპროსი)

D ლიგა. 4 ჯგუფი
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - მალედონია 4:0
გოლები: 1:0 პიზელი (12), 2:0 მოვსესიანი (67), 3:0 კაზარიანი (81), 4:0 მხითარიანი (90+4)
გაძევება (სპიროვსკი 90+3)

გიბრალტარი. "ვიკტორია"
გიბრალტარი - ლიხტენშტეინი 2:1
გოლები: 0:1 სალანოვიჩი (15), 1:1 კაბრერა (61), 2:1 ჩიპოლინა (66)

მკითხველის კომენტარები / 1 /
1:0დან შემოტრიალება არ არის, სათაურს ძაბავთ თუ რას ცდილობთ ვერ გავიგე?!
ქარ
11:17 17-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული