იოახიმ ლიოვი: კარგა ხანს ვეთამაშეთ ტოლ-სწორად მსოფლიოს ჩემპიონს, პენალტი კი არ იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საფრანგეთთან დამარცხების (1:2) შემდეგ კომენტარი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. კარგა ხანს ვეთამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონს ტოლ-სწორად, მაგრამ სამწუხაროდ, მამაცურად თამაშისთვის ვერ დავჯილდოვდით.

პენალტი? თვალნათლივ ჩანდა, რომ ჰუმელსი მატიუიდის არ შეხებია. პირიქით იყო. ასე რომ, ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო".

ამ მატჩის მსაჯი სერბი მილორად მაჟიჩი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული