ქართველები დომინირებას აგრძელებდნენ - ანდორის გამოცემას ყაზახები ქართველებში აერია

AutoSharing Option
ანდორულმა გამოცემა BonDia-მ ასტანაში გამართული ყაზახეთი-ანდორის მატჩის მიმოხილვაში ყაზახები ქართველებად მოიხსენია. ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Sports.kz იტყობინება.

"ქართველმა მწვრთნელმა, რომელიც ბულგარეთის ჰასკოვოში დაიბადა, ანდორასთან მატჩისთვის ტაქტიკა შეცვალა".

"ქართველები სიამოვნებით აგრძელებდნენ დომინირებას და შეტევას, რომ ერთა ლიგაში პირველი მოგება ეზეიმათ".

"საქართველოში ვიზიტი სასარგებლო იქნება ყველას აზრზე მოსაყვანად", - წერია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მე-4 ტურში ყაზახეთმა ანდორას 4:0 სძლია, ხოლო საქართველომ სტუმრად ლატვია 3:0 დაამარცხა.

altყაზახეთის ნაკრებმა ანდორა გაანადგურა - 4:0 [VIDEO]

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი მოუგებენ ესეთ გუნდებს რომლებსაც მოწინააღმდეგე ქვეყნები ვერ გაურჩევიათ ერთმანეთში და ააჭრელებენ ჟურნალ გაზეთებს ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებაო. ლაღად მოგებული თამაშიო . საქართველოს ნაკრებიდან 5-6 ფეხბურთელი შესაცვლელია
ტოტტი
16:34 17-10-2018
17
კარში კვასხვაძე დაცვაში ცენტრში კვირკველია ხოჭოლავა მარჯვნივ კაკაბაძე მარცხნივ ლოჩოშვილი ჩამშლელი კანკავა ნახევარდაცვაში მარცხნივ ჩაკვეტაძე შუაში ანანიძე მარჯვნივ ყაზაიშვილი წინ მიქელთაძე და არაბიძე . აი ეს შემადგენლობა გულიანად ითამაშებს აბა რაღა დროს უგუნდო კაჭარავა ლორია ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძეა
ტოტტი
17:28 17-10-2018
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული