არდა თურანის წინააღმდეგ, ფეთულა გიულენთან კავშირის მიზეზით, გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
სტამბოლის პროკურატურამ არდა თურანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თურქული სამართალდამცველი უწყება ფეხბურთელს ფეთულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზებისთვის აქვს ბრალი შეფარდებული.

არდა თურანს 3-დან 12 წლამდე პატიმრობა სხვა დანაშაულისთვის ისედაც ემუქრება - რამდენიმე დღის წინ ის თურქ მომღერალ ბერქეი შაჰინს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

"ისტანბულმა" არდა თურანი უკვე დასაჯა 370 000 ევროთი, თუმცა, როგორც ჩანს, მას უფრო დიდი სასჯელიც ემუქრება.

პროკურატურამ საქმე აღძრა "ისტანბულის" კიდევ ერთი ფეხბურთელის, ემრე ბერეზოღლუსა და "ბურსასპორის" ყოფილ ფეხბურთელ ბულენ
კორკმაზის წინააღმდეგ.


altარდა თურანმა ღამის კლუბში ცნობილი თურქი მომღერალი გალახა

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია ასეთიადამიანი ბარსას მფლობელობაში რომ არის ჯერ კიდევ :((
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული