"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - მარადონა მისი განცხადებების დამახინჯებაში მედიას ადანაშაულებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში დიეგო მარადონამ ლეო მესის შესახებ ბევრი ისაუბრა და მედიას შენიშვნა მისცა, რომ მის განცხადებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად აშუქებენ.

"მე ვიცი, ვინ არის ლეო. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მე ვისაუბრე ფეხბურთელზე, რომელიც თამაშამდე 20-ჯერ შედის ტუალეტში, მაგრამ მესი არასდროს მიხსენებია. მათ ჩემსა და მესის შორის უთანხმოების შექმნა სურთ, თუმცა არ გამოუვათ, რადგან ჩემი და ლიონელის მეგობრობა იმაზე დიდია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ", - განაცხადა დიეგო მარადონამ.

მანამდე არგენტინელი ამბობდა, რომ მესი ლიდერი არ არის და ის ერთ-ერთი რიგითი არგენტინელი ფეხბურთელია.

"მესი
დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არა - ლიდერი.  მოდით, მისგან ღმერთის შექმნას ნუ ვეცდებით. მესი უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი არგენტინელი ფეხბურთელია. შეუძლებელია, ფეხბურთელი, რომელიც თამაშამდე 20-ჯერ გადის ტუალეტში, გუნდის ლიდერი იყოს", - განაცხადა მარადონამ Ultima Palabra Mexico-სთან საუბრისას რამდენიმე დღის წინ.

დიეგო მარადონამ რამდენიმე კვირის წინ მექსიკური "დორიდოსი" ჩაიბარა, მანამდე კი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა.

altმარადონა: ნუ აღმერთებთ მესის, ის თამაშის წინ ტუალეტში ოცჯერ შედის

altკემპესი მესის გამოესარჩლა: მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა

altდიეგო მარადონა: ლეო მესის ვურჩევ, ნაკრებში აღარასდროს დაბრუნდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული