ლოვრენი: საუკეთესო 5 მცველს შორის ვარ - რამოსი არა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველის დეიან ლოვრენის აზრით, სერხიო რამოსზე უკეთესი ფეხბურთელია.

"რამოსი "რეალში" თამაშობს, ამიტომ მისი შეცდომები ისეთი თვალშისაცემი არაა, როგორც ჩემი. როდესაც შენი გუნდი 5 გოლს გაიტანს, შენს შეცდომას ნაკლებდ მიაქცევენ ყურადღებას. არ მიმართლებს, რადგან ხშირად ვუშვებ შეცდომას, როდესაც 1:0-ს ვიგებთ. თუ შევცდი, საკუთარ მეუღლესთანაც კი არ შემიძლია დალაპარაკება.

მსოფლიოს საუკეთესო მცველები? ვირგილ ვან დეიკი ერთ-ერთი მათგანია. საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო გახლავართ. ვფიქრობ, ხუთეულში შევდივარ.

მომწონს ვარანი, მაგრამ
არ აქებენ. არადა, იმსახურებს. აი, რამოსს კი რატომღაც აქებენ. საუკეთესოდაც აღიარებენ.
არ შეიძლება ტიაგო სილვა არ აღვნიშნო. შესაძლოა, ძალიან მაღალი არაა, მაგრამ ნახეთ, როგორი ნახტომი აქვს", - განუცხადა ლოვრენმა Copa90-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული