კლოპი - სუპერლიგაზე: მიმზიდველია, რადგან ნაკლები თამაშებია და მეტი ფულია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხუმრობით გააკეთა კომენტარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე.

"ძნელია აზრის გამოხატვა. ისე, მიმზიდველია, ძალიან მიმზიდველი, რადგან ნაკლები თამაშებია და მეტი ფულია (იცინის).

საერთოდ, მე მოცემულ მომენტში სრულად მაკმაყოფილებს საფეხბურთო ლიგა. ეს იდეა უცბად ვერ განხორციელდება და მართალი გითხრათ, არა მგონია ვინმეს განეხილოს", - განუცხადა კლოპმა Sky Sports-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 კლუბი უეფადან გავა და 5 მიწვეულ კლუბთან ერთად სუპერლიგას შექმნის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული