პარაგვაის "კლასიკოში" გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარაგვაის ჩემპიონატში, "ოლიმპიასა" და "ჩერო პორტენოს" მატჩში, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა, გოლი 14 წლის ვუნდერკინდმა გაიტანა.

ფერნანდო ოველარი 2004 წლის 6 იანვარს დაიბადა და ეროვნულ ჩემპიონატში ეს მის მიერ გატანილი მეორე გოლია. მისი დებიუტი 29 ოქტომბერს, "3 თებერვალთან" მატჩში შედგა.

"ოლიმპიასა" და "ჩერო პორტენოს" მატჩი პარაგვაულ "კლასიკოდაა" მონათლული, რადგან ორივე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული