Marca: რონალდინიო გაკოტრდა, მის ანგარიშზე 6 ევროზე ნაკლებია დარჩენილი

AutoSharing Option
ლეგენდარულ ფეხბურთელ რონალდინიოს ბრაზილიის სასამართლომ პასპორტი ორ მილიონამდე გადაუხდელი დავალიანების გამო ჩამოართვა, გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მის ანგარიშზე 6 ევროზე ნაკლები თანხა ყოფილა დარჩენილი.

მისი დღევანდელი აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ფაქტი სიგიჟედ ჟღერს, რადგან რამდენიმე კვირის წინ მან ჩინეთსა და იაპონიაში სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის იმოგზაურა.

მანამდე რონალდინიო ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაშიც იმყოფებოდა, Nike-მა კი ბრაზილიელის სახელობის ფეხსაცმელების ხაზი გამოუშვა, რაც მოსამართლის აზრით, ვეტერან ფეხბურთელს დიდ შემოსავალს მოუტანდა.

ბოლო პერიოდში ბრაზილიელი პოლიტიკურადაც გააქტიურდა. ის ღიად უჭერდა მხარს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტად აირჩიეს.

altრონალდინიოს ბრაზილიის პასპორტი ჩამოართვეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
უდიადესი,უძლიერესი და განუმეორებელი ფეხბურთელი!!!ალბათ ძალიან დიდ ხანს დარჩება ფეხბურთის გულშემატკივართა მეხსიერებაში მისი ბრწყინვალე თამაშები და განუმეორებელი ფინტები და გოლები.
რუსლანი
13:19 07-11-2018
1
სასწრაფოდ მივცეთ საქართველოს პასპორტი
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული