ჯანო ანანიძეს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "უფასთან" 0:2 წაგება არ აპატიეს "მოსკოვის "სპარტაკის" დროებით მწვრთნელს რაულ რიანჩოს და სამუშაოდან დაითხოვეს.

"სპარტაკს" ოლეგ კონონოვი გაწვრთნის, რომელიც აქამდე ტულის "არსენალს" ედგა სათავეში.

"სპარტაკთან" მოგებულ მატჩში ორივე საგოლე გადაცემა ჯიმი ტაბიძემ გააკეთა, რომელიც "სპორტ-ექსპრესმა" ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

რაც რიანჩო ედგა "სპარტაკს" სათავეში, ჯანო ანანიძეს არ ათამაშებდა.

"სპარტაკი" 19 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და 25 ნოემბერს "კრილია სოვეტოვს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ამან გამოიხედოს ჯანოსკენ.
ქობულეთელი
13:38 13-11-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული