ტაბიძემ "სპარტაკთან" მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ანანიძე ისევ არ იყო განაცხადში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "უფამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა მოსკოვის "სპარტაკი".

უფაში ციოდა, ტემპერატურა -9 გრადუსი იყო და თავისი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე 10 284 მაყურებელი მივიდა.

მასპინძელთა გუნდის მარცხენა მცველმა ჯიმი ტაბიძემ დაცვით ფუნქციებსაც გაართვა თავი, შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და ორივე გოლი მისი გადაცემით გავიდა.

რაც შეეხება "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, ისევ არ იყო განაცხადში.

"სპარტაკი" 19 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო "უფა" 14 ქულით მეთოთხმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი.რაც უფრო მეტ მატჩს წააგებს სპარტაკი ჯანოს გარეშე მით უფრო მალე გაუშვებენ მაგ დროებით მწვრთნელს, რომელსაც ჯანო განაცხადშიც კი არ შეჰყავს.მშვენიერია!აი ტაბიძის კარგი თამაში კი მართლაც სასიხარულოა,ძალიან მაგარი ბიჭია,რომელიც დარწმუნებული ვარ მალე ნაკრების ძირითადში ჩაჯდება.
ქობულეთელი
10:31 12-11-2018
0

სიახლეები პოპულარული