სენეგალის ნაკრების უცნაური შეცდომის გამო კეიტა ბალდე გუნდს ვეღარ დაეხმარება

AutoSharing Option
აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში სენეგალის ნაკრები ეკვატორულ გვინეას შეხვდება.

მატჩში მონაწილეობა უნდა მიეღო მილანის "ინტერის" შემტევ კეიტა ბალდეს, თუმცა უცნაური მიზეზის გამო ის საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

საქმე ისაა, რომ სენეგალის ნაკრების ხელმძღვანელობამ კეიტას ნაკრებში მოწვევის განცხადება მილანის "ინტერის" ძველ საფოსტო ანგარიშზე გააგზავნა და როცა საკუთარ შეცდომას მიხვდნენ, გამოსწორების შანსი აღარ იყო.

"ფეხბურთელის გამოძახების წერილი "ინტერის" იმ საფოსტო ანგარიშზე გავაგზავნეთ, რომელსაც იტალიური კლუბი აღარ იყენებს. ახლა მას აღარ შეუძლია შემოგვიერთდეს, კლუბი უარზეა" - წერს სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აბდულა
სოუ.

სენეგალის ნაკრები ჯგუფში ეკვატორულ გვინეასთან, მადაგასკართან და სუდანთან ერთადაა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე აფრიკის თასზე გასვლა გარანტირებული აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული