გიორგი წიტაიშვილი ან "შახტარში" გადავა ან "ზენიტში" - მას შეუძლია ჯვაროსანი გახდეს

AutoSharing Option
"დინამომანიას" საიტი იუწყება, რომ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს.

მისი სამსახურით "შახტარი" და "ზენიტი" არიან დაინტერესებულნი და საიტის ცნობით, ფეხბურთელი და მისი მამა საუკეთესო ვარიანტს ეძებენ.

გიორგი "დინამოს" განაცხადში უკვე აღარაა.

მან "დინამოში" 2 წელი ითამაშა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აგრეთვე კარგად ითამაშა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში.

გიორგიმ "დინამოს" პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - უკრაინის თასის ფინალში "შახტართან". რადგან უკრაინის ნაკრებში არ უთამაშია, მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჯვაროსანი გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ მამაამ სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგა და მოინდომა ჩვენ ნაკრებში თამაში ხომ ძალიან კარგი, თუ არა და როგორც გამოჩდა ჩვენ უკვე დაგვავიწყდნენ ისინი ვინც ჩვენი ნაკრების ღირსნი არ ყოფილა და კიდევაც დავივიწყებთ, რადგან ჩვენ ნაკრებში გულანთებულმა ბიჭებმა ითამაშეს და ჩვენ უკვე სხვანაირად არ გვინდა.
Geo_Dinamo
10:52 21-11-2018
0
გიორგი.კლიმენტის ვაჟია,ის მეგრელი ბიჭია და არამგონია საქართველოს გარდა სხვა ნაკრებზე გააკეთოს რჩევანი ჯიქიასავით ან არაბიძესავით ვაჭრობა დაიწყოს მათამაშეთ ნაკრებში თორემ უკრაინის მოქალაქეობას მივიღებო რო გვაშანტაჟებდა...
Emigrants
11:23 21-11-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული