"დორტმუნდმა" ალკასერი "ბარსელონასგან" გამოისყიდა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" საიტი "ბარსელონასგან" თავდამსხმელ პაკო ალკასერის კონტრაქტის ოფიციალურად გამოსყიდვას იუწყება.

საიჯარო ხელშეკრულებით "ბორუსიას" ამის გაკეთება შეეძლო და სწორედ ასე მოიქცა.

ეს სიამოვნება გერმანულ კლუბს 23 მილიონი ევრო დაუჯდა. "ბარსამ" ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი შეიძლება მიიღოს.

"დორტმუნდმა" ალკასერი ზაფხულში ინათხოვრა და მან ბუნდესლიგის 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული