"ბოკა ხუნიორსის" ავტობუსს გულშემატკივარი თავს დაესხა და ფეხბურთელები დაზიანდნენ - როდის გაიმართება არგენტინული სუპერკლასიკო

AutoSharing Option
გუშინ, 24 ნოემბერს ბუენოს აირესში ლიბერტადორესის თასის ფინალში ორი არგენტინული გრანდი - "რივერ პლეიტი" და "ბოკა ხუნიორსი" უნდა შეხვედრილიყნენ, თუმცა მატჩი გულშემატკივრის მიერ სტუმართა ავტობუსზე თავდასხმის გამო გადაიდო.

ინციდენტისას "ბოკა ხუნიორსის" რამდენიმე მოთამაშე დაზიანდა, მათ შორის კარლოს ტევესი, პაბლო პერესი და ფერნანდო გაგო და კლუბის ხელმძღვანელობა მატჩის გადადებას ითხოვდა, თუმცა უარზე იყო კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია) და კლუბებს შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებდა.

მატჩში ჯერ ერთი საათით გადაიდო, შემდეგ 01:00 სათის ნაცვლად 02:15 წუთზე ჩაინიშნა, თუმცა შეხვედრა ფეხბურთელთა დაზიანებისა და
გადაღლილობის გამო (გასახდელში რამდენიმე საათით მოუწიათ ყოფნა) მაინც არ გაიმართა და შემდეგ თარიღად 25 ნოემბრის 23:55 საათი ჩაინიშნა.

"ეს ნამდვილი ომია, კარგია რომ გადავრჩით, რადგან სხეულზე რამდენიმე ადგილას ნამსხვრევები მქონდა" - განაცხადა პაბლო პერესმა.

პირველი შეხვედრა "ბომბონერაზე" 11 ნოემბერს გაიმართა და ანგარიშით 2:2 დასრულდა.

altისტორიაში პირველად - ლიბერტადორესის თასის ფინალში "ბოკა" "რივერპლეიტს" შეხვდება

altპირველად ლიბერტადორესის ისტორიაში - "ბოკა ხუნიორსი" და "რივერ პლეიტი" "ბომბონერაზე" დაზავდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული