სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა, რომ მომხდარი არეულობების გამო ლიბერტადორესის თასის ფინალი "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის არგენტინაში არ ჩატარდება.
მატჩი სავარაუდოდ 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება და მისი მასპინძლობის სურვილი ბრაზილიას, პარაგვაის და იტალიას აქვთ.
რუსეთის პრემიერლიგის "ენისეიმ" გუნდებს კრასნოიარსკში თამაში შესთავაზა, სადაც ახლა ტემპერატურა მინუს 9 გრადუსია.
შეგახსენებთ, "რივერ პლეიტის" ფანები "ბოკა ხუნიორსის" ავტობუსს დაესხნენ, მინები ჩაუმტვრიეს და რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა.