ლიბერტადორესის თასის ფინალი არგენტინაში არ გაიმართება - ფინალისტებს კრასნოიარსკში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა, რომ მომხდარი არეულობების გამო ლიბერტადორესის თასის ფინალი "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის არგენტინაში არ ჩატარდება.

მატჩი სავარაუდოდ 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება და მისი მასპინძლობის სურვილი ბრაზილიას, პარაგვაის და იტალიას აქვთ.

რუსეთის პრემიერლიგის "ენისეიმ" გუნდებს კრასნოიარსკში თამაში შესთავაზა, სადაც ახლა ტემპერატურა მინუს 9 გრადუსია.

შეგახსენებთ, "რივერ პლეიტის" ფანები "ბოკა ხუნიორსის" ავტობუსს დაესხნენ, მინები ჩაუმტვრიეს და რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა უსამარტლობაა, როცა პირვველი მატჩი უკვე შედგა...
guga
22:24 27-11-2018
0
ფედერაცია დაჩალიჩდით ეხლა და შესთავაზეთ დროზე თბილისიც. ეს სუპერ თასის ფინალზე ნაკლები თამაში კი არაა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული