როგორც უკვე გაუწყეთ, კიევის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ანდერლეხტი" და უეფას ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა და ამ შეხვედრაში საჯარიმოდან გოლი შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
მოგეხსენებათ, როგორი პრობლემურია საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიცია და ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა გიორგი ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშზე დაიყოლიოს.
მას უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და თუ სურვილი ექნა, მოქალაქეობას შეიცვლის და საქართველოს ნაკრებში ასპარეზობა შეეძლება.
ვინც ნამატჩევს მისი მიცემული ინტერვიუ წაიკითხა, შეამჩნევდა, რომ სხარტი აზროვნებისაა, თქვა, სანამ
ბურთს დავარტყამდი, მეკარეს გავხედე და გავთვალე, სტანდარტი როგორ შემესრულებინაო.
მტკიცე ხასიათისაცაა, რაც ფეხბურთელისთვის აუცილებელია, საჯარიმოს დარტყმის უფლება თანაგუნდელს არ მისცა, უთხრა, დავარტყამ და გავიტანო. ჟურნალისტის კითხვაზე, კი მაგრამ, რომ ვერ გაგეტანაო, სიცილით მიუგო, ხომ გავიტანეო.
წიტაიშვილი აქო კლუბის პრეზიდენტმა იგორ სურკისმა:"წიტაიშვილი რომ არ შესულიყო შეცვლაზე და არ გაეტანა გოლი, შეიძლებოდა ვერ მოგვეგო. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, თუ ასევე გააგრძელებენ შრომას, ბევრს მიაღწევენ, მაგრამ წიტაიშვილი ლიდერია".
შემდეგ ჟურნალისტმა სურკის კითხა - უკეთესი კონტრაქტი უნდოდა და ამიტომ გაგრძელდა ხელშეკრულების გახანგრძლივება?
სურკისმა უპასუხა:"ეს ჭორია. მას ხუთწლიანი კონტრაქტი შევთავაზეთ და ამ საკითხზე უნდოდა მამასთან გაევლო კონსულტაცია. ორი დღე ვაცადეთ. მის გადაბირებას "შახტარი" და სხვა კლუბები არ ცდილობდნენ, რადგან ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა. მისი მამა მოვიდა და ყველაფერი უპრობლემოდ მოგვარდა".
football24.ua იტყობინებოდა, რომ წიტაიშვილმა ხელფასის გახუთმაგება მოითხოვა და როგორც ჩანს, მხარეებმა კონსესუსს მიაღწიეს.
წიტაიშვილმა "ანდრლეხტს" გოლი გაუტანა და კიევის "დინამო" უეფას ლიგის ჯგუფიდან გავიდა
წიტაიშვილმა კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა
გიორგი წიტაიშვილი ან "შახტარში" გადავა ან "ზენიტში" - მას შეუძლია ჯვაროსანი გახდეს
გიორგი წიტაიშვილი: კარგია, რომ "შახტარს" გოლი გავუტანე და მოვიგეთ