ლიბერტადორესის თასის ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, ლიბერტადორესის თასის განმეორებითი ფინალური მატჩი დიდი ალბათობით მადრიდში ჩატარდება.

დღეს, 29 ნოემბერს, ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ შეხვედრის "ბერნაბეუზე" გამართვა სთხოვა და იმის ალბათობა, რომ გუნდები სწორედ ამ არენაზე ითამაშებენ 90%-ია.

"რივერ პლეიტმა" და "ბოკა ხუნიორსმა" უკვე განაცხადეს ამის თაობაზე თანხმობა.

საქმის შუამავალი არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრია, რომელიც ადრე "ბოკას" პრეზიდენტი იყო.

პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო კი 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, განმეორებითი მატჩის წინ "რივერ პლეიტის" ფანებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა ავტობუსს მინები ჩაუმსხვრიეს და რამდენიმე მათგანი
დაშავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული