გრიზმანი: ყველაფერი მოვიგე და "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად მეტი რა უნდა გამეკეთებინა?

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ოქროს ბურთის" ნომინატთა შორის მესამე ადგილზე გავიდა და As-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

- როგორი განცდა გაქვთ მოდრიჩის გამარჯვების შემდეგ?
- ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თავიდან მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი. ვამაყობ, რომ ფინალისტთა შორის მოვხვდი. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს.

წელს მარტო მსოფლიოს ჩემპიონატი კი არა, არამედ ევროპა ლიგაც მოვიგე და ევროპის სუპერთასიც. მეტი რა უნდა გამეკეთებინა?

პირველ რიგში მინდა მოდრიჩს გამარჯვება მივულოცო. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
ჩემს მიერ ჩატარებული სეზონით კმაყოფილი ვარ, რამეთუ დასახული ამოცანები შევასრულე.

- მსოფლიოს
ჩემპიონატის მოგება უფრო მნიშვნელოვანია თუ "ოქროს ბურთის"?

- ეს ისტორიული პრიზია, მსურს სახლში მქონდეს. შევეცდები მომავალ წელს მოვიპოვო.
კმაყოფილი ვარ. მიჭირს აქ ყოფნა.

- რა არ გეყოთ "ოქროს ბურთის" მსაპოვებლად?
- კარგი კითხვაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს გრიზმანი რა მათხოვარივით იცოდებს თავს, მე მეკუთვნოდაო. ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ხარ, ოჰ სულ დამავიწყდა მესის და როლანდოს დონის ვარო ასე ბრძანა ანტუანმა. ვითომ დავიჯეროთ???
ქართველი1
15:23 05-12-2018
2
თუ სეზონის შედეგებით ვიმსჯელებთ, გრზმანს ეკუთვნოდა, ისევე როგორც თავის დროზე ინიესტას, რიბერის და ა. შ. (მოდრიჩი კარგია, მაგრამ საუკეთსო ფეხბურთელი ნამდვილად არ არის ჩემი აზრით
დათო
13:56 05-12-2018
2

სიახლეები პოპულარული