აზერბაიჯანელებს სურთ ნაკრები უცხოელს ჩააბარონ - მთავარ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება

AutoSharing Option
არაა გამორიცხული შოთა არველაძე აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს.

გურბან გურბანოვი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ადგილობრივი სპეციალისტი იყო, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა, გადააყენეს და მის ნაცვლად ისევ უცხოელის დანიშვნა უნდათ.

"აზერისპორტმა" სასურველი კანდიდატების ხუთეული შეადგინა და მათ შორის "პახტაკორის" ამჟამინდელი თავკაცი შოთა არველაძეა.

"ქართველი სპეციალისტი ამჟამად უზბეკეთის "პახტაკორს" უდგას სათავეში, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სამუშაოდ აზერბაიჯანში ჩამოსულიყო, კარგა ხანია მუსირებს. ჯერ ეს იყო ბერტი ფოგთსის წასვლის მერე, შემდეგ "ნეფტჩიში" ტარლან ახმედოვის
შემცვლელად მოიაზრებოდა. მიზეზი - უკვე რამდენიმე წელია მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია არველაძე ნაკრების მწვრთნელის გამონთავისუფლებულ პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი იყოს", - წერს საიტი.

ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კანდიდატებად "აზერისპორტი" აგრეთვე რობერტო დი მატეოს, ჯანი დე ბიაზის, პოლ ლე გუენსა და მასიმო კარერას მოიაზრებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა თქმა უნდა, თვითონ უკეთესად იციან, ვის დანიშნავენ, მაგრამ შოთა არველაძეს საკლუბო დონეზე მწვრთნელის რანგში განსაკუთრებული წარმატებისათვის ჯერ არ მიუღწევია. სანაკრებო დონეზე რომ არაფერი ვთქვათ. წარმატებებს ვუსურვებ ყველა შემთხვევაში.
????
21:37 10-12-2018
0
IMHO ძალიან სუსტი მწვრთნელია და აზერები მთლად დაიქცევიან. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა თუ ერთადერთი და საკმარისი პირობაა მთავარი მწვრთნელობისთვის მაშინ ჰოო.
ირაკლი
23:58 10-12-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული