"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ "ოლიმპიაკოსი" დატოვა.
ტურე ბერძნულ გუნდში სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა, 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება გაუწყვიტეს.
კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა მისი თამაშით და 35 წლის ტურე ისევ თავისუფალი აგენტი გახდა.