მოდრიჩი: რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ლუკა მოდრიჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ თავდამსხმელები რონალდო და ლეო მესი 2018 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას არ დაესწრნენ.

"ვერ გეტყვით, რატომ არ დაესწრნენ ცერემონიას. თუმცა, ეს მათი საქმეა. ისე გამოდის, რომ რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ. ვფიქრობ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა სხვა ფეხბურთელებისადმი, გულშემატკივრებისადმი და ადამიანებისადმი, რომლებიც მათ 10 წლის განმავლობაში აძლევდნენ ხმას.

აქ ყველაფერი მარტივადაა. რონალდო და მესი 10 წელი დომინირებდნენ. თუ პრიზებს ფეხბურთელებს მხოლოდ ოსტატობის მიხედვით მივცემთ, მაშინ ყოველთვის მათ უნდა გადაეცეთ და არანაირი
ხმის მიცემა საჭირო არაა", - განუცხადა მოდრიჩმა  Sportske Novosti-ს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არავითარი სიმართლის მარცვალი, მორჩა ამის კაი კაცობა. ზუსტადაც სწორი ქნა მესიმ რომ არ წავიდა, ფიფამ ფეხბურთს და უამრავ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.
Zoro.
23:19 15-12-2018
2
სწორია ლუკა არის სიმართლის მარცვალი რაც შეეხება მესის ფავორიტობას გამოკითხვაში ეს წინა წლების და საერთოდ მესისადმი სიმპატიების გამო იყო ზუსტადაც ლუკას ეკუთნოდა გუნდის ლიდერი იყო ლუკას თამაშმა განაპირობა ხორვატების ფინალში გასვლა და რომ მოეგო ხორვატიას ნახევარი ეხლა ვინც წინაადეგია მის მხარეზე იქნებოდა.
კახა
22:27 15-12-2018
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული