თურქული DHA-ს ცნობით, "ბეშიქთაშმა" პორტუგალიელ მცველს პეპეს კონტრაქტი გაუწყვიტა.
პეპეს შრომით ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში გასდიოდა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
პეპე უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს.
ამ სეზონში 35 წლის პეპემ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჯერ უცნობია სად გააგრძელებს ის კარიერას.