14:30 20-12-2018
არგენტინაში ფეხბურთელი მატჩის დროს მსაჯს გონების დაკარგვამდე ურტყამდა [VIDEO]
AutoSharing Option
ფეხბურთელი მატჩის დროს მსაჯს თავს დაესხა და გონების დაკარგვამდე სცემა.
გაბრიელ კორტინესი პოსადენას ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი იყო. ერთმანეთს "მიტრა" და "სპორტინგი" შეხვდნენ. მატჩის მეორე ტაიმში "სპორტინგის" ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელიც 1:3 აგებდა, წითელი ბარათი უჩვენა. მსაჯის ასეთი საქციელი არ მოეწონა "სპორტინგის" მეორე ფეხბურთელს ლუის ანხელ მასიელს და მსაჯს მუშტები დაუშინა.
მსაჯმა რამდენიმე დარტყმა თავში მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო პირიდან სისხლი წამოუვიდა. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარება მივიდა, რომელმაც კორტინესი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა მსაჯი გონებაზე მოვიდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ლუის ანხელს ის პოლიციის შენობაში გადაიყვანე, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაუშვეს.
შეხვედრა კი გადაიდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული