ლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" საიტი იუწყება, რომ გორის "დილასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

"შერიფი" მიესალმება ლეანდრო რიბეიროს და უსურვებს ტრავმების გარეშე ბევრ გამარჯვებას ჩვენი გუნდის შავ-ყვითელ ფორმაში", - წერს კლუბის საიტი.

დნესტრისპირულმა კლუბმა გულშემატკივარს დეტალურად გააცნო ლეანდროს საფეხბურთო კარიერა.

მოკლედ, ეროვნული ლიგა ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა დატოვა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰოდა, მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის და რატომ ვერ აღწევენ ჩვენი გუნდები ევროსარბიელზე წარმატებებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
"თბილისის დინამოს პრეზიდენტი რწყილს ატყავებს და გორის დილას პრეზიდენტი ეუბნება ქონი არ გააყოლოო."
თერჯოლელი
19:12 22-12-2018
0
განა რა ხელფასი შესთავაზეს შერიფში ისეთი რომ აქ რომელიმე სამეულის გუნდს ვერ მოეხერხებინა. იმის მაგივრად რომ უკეთესი ლეგიონერები მოიყვანონ, ჩვენთან გამორჩეულსებსაც კარგავენ. ასე არაფერი გამოვა წუწურაქებო
grego
18:50 22-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული