ლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" საიტი იუწყება, რომ გორის "დილასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

"შერიფი" მიესალმება ლეანდრო რიბეიროს და უსურვებს ტრავმების გარეშე ბევრ გამარჯვებას ჩვენი გუნდის შავ-ყვითელ ფორმაში", - წერს კლუბის საიტი.

დნესტრისპირულმა კლუბმა გულშემატკივარს დეტალურად გააცნო ლეანდროს საფეხბურთო კარიერა.

მოკლედ, ეროვნული ლიგა ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა დატოვა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჰოდა, მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის და რატომ ვერ აღწევენ ჩვენი გუნდები ევროსარბიელზე წარმატებებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი მიდი კოვტალიუკიც გაყიდეთ და დილა გადააკეთეთ ფოთის კოლხეთი 2-ად.
საყომაროდ ხო უნდა ჩემპიონატს ერთი გუნდი მაინც ყოველ წელს.
dila
10:33 24-12-2018
0
უკვე კარგა ხანია საქართველოს ჩემპიონატს აღარც ვუყურებ (მათ შორის არც მიმოხილვას) საბურთალო რო გამხდარა ჩემპიონი ეგეც რამოდენიმე დღის უკან გავიგე და გავოცდი. აქამდე ვიცოდი რომ უბანი იყო საბურთალო, თურმე კლუბიც ყოფილა. არც ევროსარბიელზე ჩვენი გუნდების ასპარეზობით ვინტერესდები (ან რა არის საინტერესო? დაწყებამდე ვარდება ყველა) უბრალოდ გული მერევა საქართველოს ჩემპიონატზე და ყველა კლუბზე. ოდნავ ნიჭიერი გამოჩდება თუ არა ვინმე მაშინვე უნდა გაყიდონ და ჯიბე გაისქელონ აი ამდენი წელი ვიღაცის გამდიდრების და საქართველოს ჩემპიონატის გულისამრეობას ვეღარ გავუძელი და საერთოდ აღარ ვუყურებ.
dadu
10:19 24-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული