ტირასპოლის "შერიფის" საიტი იუწყება, რომ გორის "დილასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
"შერიფი" მიესალმება ლეანდრო რიბეიროს და უსურვებს ტრავმების გარეშე ბევრ გამარჯვებას ჩვენი გუნდის შავ-ყვითელ ფორმაში", - წერს კლუბის საიტი.
დნესტრისპირულმა კლუბმა გულშემატკივარს დეტალურად გააცნო ლეანდროს საფეხბურთო კარიერა.
მოკლედ, ეროვნული ლიგა ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა დატოვა, რომელმაც გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჰოდა, მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის და რატომ ვერ აღწევენ ჩვენი გუნდები ევროსარბიელზე წარმატებებს.