იურგენ კლოპი: მე სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს - მესისთან

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ფეხბურთის მეფეზე, პელეზე და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მომავალში ხალხმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, პელე საუკეთესოა და საუკეთესო იქნება. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც ექსპერტად მუშაობდა. ის ბიჭი არა ვარ, რომელიც ძლიერ ნერვიულობს, მაგრამ იმ მომენტში მაგრად ავღელდი. ასე რომ, ცხადია, ჩემთვის საუკეთესო პელეა.

სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს - მესისთან. როცა ეს სელფი გადავიღე, ოთახში რონალდოც იყო", - განაცხადა კლოპმა კლუბის ინსტაგრამისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგ ლოგიკით რომ ახლა განვითარდა ფეხბურთი და პელეს დროს არ იცოდნენ... მაშინ აინშტაინს მე ვჯობივარ ფიზიკაში... :)
1
peles dros fexburti kalatburti egonat. sheidzleba tavis epoqashi sauketeso iyo magram im dros fexburtelebi 3 kilometrs darbodnen maximum 4. chemi azrit mesi yvela drois sauketesoa da damiwyot maradonas shefaseba. rac sheexeba kristianos yvela epoqashi pirveli an meore nomeri iqneboda radgan masze mondomebuli da tavisi sxeulis mcodne aravin meguleba.
giorgi
19:49 22-12-2018
1

სიახლეები პოპულარული