"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ფეხბურთის მეფეზე, პელეზე და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.
"მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მომავალში ხალხმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, პელე საუკეთესოა და საუკეთესო იქნება. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც ექსპერტად მუშაობდა. ის ბიჭი არა ვარ, რომელიც ძლიერ ნერვიულობს, მაგრამ იმ მომენტში მაგრად ავღელდი. ასე რომ, ცხადია, ჩემთვის საუკეთესო პელეა.
სმარტფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს - მესისთან. როცა ეს სელფი გადავიღე, ოთახში რონალდოც იყო", - განაცხადა კლოპმა კლუბის ინსტაგრამისთვის მიცემულ ინტერვიუში.