"დეილი ექსპრესის" ცნობით, "რეალის" ნახევარმცველი ისკო მაშინ გადავა "მანჩესტერ სიტიში", როდესაც მისი ამჟამინდელი კლუბი "ჩელსიდან" ედენ აზარს გადაიბირებს.
ისკოს შეძენით პირადადაა დაინტერესებული "ქალაქელთა" მენეჯერი პეპ გვარდიოლა.
აზარი ზაფხულში აპირებდა "რეალში" გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, არც იანვარში გამოიცვლის გუნდს და სავარაუდოდ ეს სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.
ისკომ ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო აზარმა პრემიერლიგაზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.