"რუსთავიდან" დათხოვნილი ვლადიმირ გაზაევი "ტობოლის" მწვრთნელად დაინიშნა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იცავენ.
38 წლის ვლადიმირი ადრე "ალანიას", "აკტობეს" და "რუსთავს" ედგა სათავეში.
"რუსთავიდან" წასვლის შემდეგ მან კრასნოდარის "უროჟაი" ჩაიბარა, მაგრამ ერთ თვეში მოუწია აბარგება (ეტყობა, კარგი საფეხბურთო მოსავალი ვერ მოიყვანა).
"ტობოლმა" გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.