ჯაბა კანკავა კოსტანაის "ტობოლში" გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ტობოლმა" უკანასკნელ ტურში სახლში "ოკჟეტპესს" 2:0 მოუგო.
ჯაბა კანკავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. Instat Index-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 304 ქულა დააგროვა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
90 წუთის განმავლობაში ჯაბამ გადაცემების 86% ზუსტად გააკეთა. ასევე, მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებელიც 86 იყო. ასევე, კანკავას არცერთი საჰაერო დუელი არ წაუგია. "ტობოლის" საყრდენმა ორჯერ დაარტყა კარში და 42 ზუსტი გადაცემა შეასრულა.
მოგეხსენებათ, "ტობოლში" მეორე ქართველი, ნიკა კვეკვესკირიც გამოდის, თუმცა წინა ტურში ნიკა ასეთი გამორჩეული არ ყოფილა. გამარჯვების შემდეგ "ტობოლი" ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და "ასტანას" დარად 35 ქული აქვს, თუმცა 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.