ალი ალიევი ცნობილი ყაზახი ფეხბურთელია, "კაირატში" ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა და ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
"რატომ ვერ აღწევს ყაზახეთის ნაკრები წარმატებას? კარგი თავდამსხმელი არა გვყავს. მომეცით ჩაკვეტაძე, რომელსაც შეუძლია ორი სამი ფეხბურთელი მოატყუოს. მას შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ერთი მომენტი ექნება დ გაიტანს გოლს.
გაიხსენეთ ასტანაში ჩატარებული მატჩი. ერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა. ჩვენს შიოტკინს გასატანად 5 მომენტი სჭირდება. მურტაზაევს 3-4 მომენტი სჭირდება. ამიტომ ფასობენ დიდი თავდამსხმელები ძვირად. ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს, სხვანაირად ვილაპარეკებდით".