საფრანგეთის სანაპიროზე ემილიანო სალას დაკარგული თვითმფრინავის სავარძლის ნაწილები ნახეს.
იმ რაიონში სასწრაფოდ განახლდა დაკარგული თვითმფრინავის ძებნა, შემთხვევის ადგილას სპეციალური გემი და მყვინთავები გააგზავნეს, მაგრამ ცუდი ამინდი მათ ამაში ხელს უშლის.
ამავე დროს ძებნას აგრძელებს ფეხბურთელის ოჯახის მიერ დაქირავებული ჯგუფი, რომელთანაც ერთად იმოქმედებს საავიაციო კატასტროფების განყოფილება.
სალა "კარდიფმა" "ნანტისგან" შეიძინა და ის კერძო თვითმფრინავით დიდ ბრიტანეთში გადაფრენისას დაიკარგა.