დღეს, 29 იანვარს, პრემიერლიგის 24-ე ტურში "არსენალი" "კარდიფს" უმასპინძლებს და მასპინძელთა კლუბმა მატჩისათვის გამოშვებულ პროგრამაში დაკარგული ემილიანო სალა შეიყვანა.
სალა "კარდიფმა" "ნანტისგან" შეიძინა და ის კერძო თვითმფრინავით დიდ ბრიტანეთში გადაფრენისას დაიკარგა.
როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში ჩავარდა. მას დღემდე უშედეგოდ ეძებენ.