ფიფა: 2018 წელს ტრანსფერებზე 7.03 მილიარდი დოლარი დაიხარჯა

AutoSharing Option
ფიფამ ოფიციალურ ვებგვერდზე გლობალური სატრანსფერო ბაზრის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საერთაშორისო სატრანსფერო საქმიანობის დეტალებია წარმოდგენილი პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებში 2018 წელს.

ხარჯებმა ახალ მაქსიმუმს, 7.03 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 10.3 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

ასევე რეკორდია 14 186 ფეხბურთელის (175 სხვადასხვა ეროვნების) 16 533 გადასვლა, რაც 5.6 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს.

ტოპ-31-მა კლუბმა, თითოეულმა 50 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 7.03 მლრდ დოლარის ნახევარი შეადგინა.

ხარჯების 78.2 პროცენტი უეფას კლუბებს შორის მოხდა.

საფრანგეთს ყველაზე დადებითი ბალანსი,
467.2 მლნ დოლარი ჰქონდა, ხოლო ინგლისს ყველაზე უარყოფითი - 1.05 მლრდ დოლარი.

საუდის არაბეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ სპონსორებს შორის მე-7 ადგილზე აღზევდა, ხოლო მისმა კლუბებმა 2018 წელს 173.9 მლნ დოლარი დახარჯეს.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფას აუცილებლად ჭირდება ორი კონკურენტი ორგანიზაცია. ერთი უფასო ტრანსფერებით და უვადო კონტრაქტებით. მეორე საერთოდ ლეგიონერების გარეშე სუფთა ეროვნული კლუბები.რა თქმა უნდა განსხვავებული და გაუმჯობესებული წესებით ორივე თამაში. მაშინ გახდება
ნამდვილი სპორტბიზნესი.
ვეტერანი
20:21 31-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული