დმიტრი გორდონი: იაროსლავ რაკიცკი მეზიზღება - სულში ჩაგვაფურთხა, იმათ საფლავებს ჩააფურთხა, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა მცველის, იაროსლავ რაკიცკის "შახტარიდან" "ზენიტში" გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს ძალზედ სამწუხარო ისტორიაა. ის, რომ რაკიცკი საკუთარ თავს პრორუსული შეხედულებების უფლებას აძლევდა... თავისუფალი ადამიანია და მადლობა ღმერთს, ამის გამო არავინ არ იდევნება.

როდესაც "ზენიტის" მაისურით რუსეთის დროშასთან სურათი გადაიღო, კინაღამ წავიქეცი. ამის ყურება არ შემიძლია. არ მინდა რაკიცკის განსჯა. ჩემთვის ეს უბრალოდ საზიზღრობაა...

რამდენი ადამიანი მოკვდა რუსული ტყვიით, რუსული ბომბით, რუსებისგან. რუსებმა მისი მშობლიური დონეცკი წაიღეს, მას არ შეუძლია "შახტარის" მშვენიერ სტადიონზე ითამაშოს. საუკეთესო უკრაინული აეროპორტი,
სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, სრულად გაანადგურეს.

ის კი დგას და რუსეთის მაისურით პოზირებს. ან იდიოტია და ან რაც ფეხბურთელებში არ ხდება, ნაძირალაა, ან არ ვიცი...

ნაკრებში მაინც არ უხმონ. ეს მისი არჩევანია, მე არ მოვუწოდებ, რომ რაიმე ცუდი დამართონ, არა. უბრალოდ, ამ ტრანსფერით სულში ჩაგვაფურთხა. მე ჩამაფურთხა, იმათ საფლავებს, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა.

შენ ხომ უკრაინის ნაკრების ღირსებას იცავდი. სულელი ხარ. ხვდები, ამ დაწყევლილი მილიონების გამო რა იკადრე?

მეზიზღება. ამ ყველაფრის შემხედვარე ფიზიკურად ცუდადა ვარ, - განაცხადა გორდონმა ტელეარხ "უკრაინა 112"-ის ეთერში.

რაკიცკიმ ბონუსის სახით "ზენიტისგან" 5 მილიონი ევრო მიიღო და მისი ტრანსფერი რუსეთის მხრიდან უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე ტრანსფერი.


მკითხველის კომენტარები / 9 /
მთელი უკრაინა რუსეთში მუშაობს. და რა პანიკა ატეხეს ამ ფეხბურთელზე
35
mteli sakartvelo rusetidan shemosuli sakvebit ikvebeba da ro kitxo yvelas ruseti ezizgeba.....
Martali
12:07 02-02-2019
33

სიახლეები პოპულარული