მოურინიოს სადაც ფულს მისცემენ, იქ წავა - მოსკოვში შაიბის სიმბოლურად ჩაგდებისას კინაღამ კისერი მოიტეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტრიდან" დათხოვნილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უქმადაა და მოცალეობის ჟამს მოსკოვის ოლქში ამოყო თავი, სადაც ჰოკეის მატჩზე დაპატიჟეს და გვარიანი თანხაც გადაუხადეს.

ის რუსეთის ჩემპიონატზე "ავანგარდისა" და სკა-ს მატჩის წინ მივიდა ბალაშიხის სპორტის სასახლეში, თამაშის პროგრამებს ხელი მოაწერა, იპოზიორა, ჰოკეისტებს გაესაუბრა და ვარჯიშს დაესწრო.

საღამოს კი შეხვედრის დაწყების წინ ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩაზე გავიდა, შაიბა სიმბოლურად ჩააგდო, გამოტრიალებისას კი ფეხი დაუცურდა და ზღართანი მოადინა.

რუსები ხუმრობენ, იმედია ჩვენმა პორტუგალიელმა უკანალი არ იტკინაო...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭო სულ ასე როგორ უნდა იქცეოდე. ასე იცის ტრიპაჩობამ.
koka
22:31 04-02-2019
4
მგონი წითელში რომ მოთამაშეა, იმის "კლუშკა" ხვდება ხალიჩას რის მერეც მოურინიო იქცევა.
gogs
23:04 04-02-2019
0

სიახლეები პოპულარული