რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ნაკრებიდან დაითხოვეს.
ამის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იუწყება.
ერთა ლიგაზე თურქეთის ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, B დივიზიონში გავარდა და ლუჩესკუს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი ეს გახდა.
მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ლუჩესკუ გვარიან კომპენსაციას აიღებს.
ლუჩესკუმ თურქეთის ეროვნული გუნდი 2017 წელს ჩაიბარა.
მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ნაკრების მწვრთნელად რჩება
ლუჩესკუმ არბიტრს საქმის გარჩევა სმარტაფონზე ჩაწერილი ვიდეოგამეორებით დაუწყო