ეს ინფორმაცია AS-მა გაავრცელა: "ფენერბახჩეს" სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვა.
გამოცემის მტკიცებით, შკრტელს არ აწყობდა "ბარსაში" სათადარიგოობა. შედეგად, კატალონიურმა კლუბმა "ვალენსიასგან" იჯარით ჯეისონ მურილიო აიყვანა და სეზონის დასრულების შემდეგ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლია.
შკრტელი "ფენერბახჩეში" 2016 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა და ეს სიამოვნება სტამბოლურ გუნდს 6 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ სეზონში მან თურქეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შკრტელს "ფენერბახჩესთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება.
მარტინ შკრტელმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა" />მარტინ შკრტელი ავტოგოლებით ჯეიმი კარაგერს წამოეწია