მადრიდის "ატლეტიკოს" 48 წლის მწვრთნელს დიეგო სიმეონეს მეხუთე შვილი შეეძინა.
მის მეუღლეს, კარლა პერეირას გოგონა შეეძინა, რომელსაც ვალენტინა დაარქვეს.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვალენტინა", - დაწერა სიმეონემ ინსტაგრამზე და ეს სურათი დაურთო.
დიეგოს კიდევ ოთხი შვილი ჰყავს: ჯოვანი, ჯანლუკა, ჯულიანო და ფრანჩესკა.