ბრაზილიელი იყო და რჩება ბლანკოსის პრეზიდენტ ფლორენტნო პერესის მთავარ სამიზნედ. მას მიაჩნია, რომ ნეიმარი და აზარი მოედანზე შეუთავსებელნი იქნებიან. ამდენად, ერთის ყიდვა ავტომატურად გამორიცხავს მეორის დამატებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდული კლუბი აზარს ხუთწლიან კონტრაქტზე მოურიგდა.
ამ სეზონში აზარმა 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ნეიმარმა 23 შეხვედრაში 20-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 11 საგოლე პასი გააკეთა.