U19. "დინამო" (კ) - "იუვენტუსი" - წიტაიშვილს ლორიამ გოლი არ გაატანინა

AutoSharing Option
20 თებერვალს, კიევში, ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალში ადგილობრივმა "დინამომ" "იუვენტუსს" 3:0 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო 18 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომლის შეჩერება ვერ მოხერხეს ტურინელთა მცველებმა. ის რამდენიმეჯერ დაუსხლტა მათ, კარშიც დაარტყა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლეონარდო ლორია.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, წიტაიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებაში. ის 90-ე წუთზე შეცვალეს.

1/8-ფინალის კენჭისყრა 22 თებერვალს გაიმართება და გაირკვევა, ვის შეხვდება 12
მარტს წიტაიშვილის გუნდი.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ბიჭი ისეთი მოტივირებული და ნიჭიერია, რომ დიდი ფეხბურთს ითამაშებს, თუ ცოტა იღბალიც შეუწყობს ხელს
ზურაბი
18:17 20-02-2019
0
გვარი ლორია თითქმის მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული,რათქმაუნდა მეგრული წარმოშობის გვარია.გიორგი წიტაიშვილიც მეგრელია,ის კლიმენტას ბიჭია
ბაჩი
21:23 20-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული