"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის ფინალში "ჩელსი" დაამარცხა - სარის ფეხბურთელები არ ემორჩილებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "პენალტების" სერიაში 4:3 მოუგო "ჩელსის".

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "ქალაქელებმა" იმარჯვეს.

"სიტიმ" მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი.

ლონდონი. "უემბლი". 81 775 მაყურებელი
ჩელსი - მანჩესტერ სიტი 0:0 (პენ 3:4)

დამატებითი დროის დასასრულს "არისტოკრატების" მეკარე კეპა არისაბალაგამ ტრავმა მიიღო, მენეჯერმა მაურისიო სარიმ მისი ვილი კაბალიეროთი შეცვლა გადაწყვიტა, ეს სტადიონის დიქტორმაც გამოაცხადა, მაგრამ ესპანელი მწვრთნელს არ დაემორჩილა. სარიმ ბოთლი ისროლა და გასახდელისაკენ გაემართა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაბრუნდა. პენალტების სერიის წინ სარი
მცველ სესარ ასპილიკუეტას უყვიროდა და რომ ჩხუბი არ მომხდარიყო, მათ შორის გერმანელი ლეგიონერი ანტონიო რიუდიგერი ჩადგა.

ნამატჩევს "სიტის" მცველმა ვინსენტ კომპანიმ გაიხუმრა, კარგია კარში კაბალიერო რომ არ ჩადგა, რადგან ეგ თერთმეტმეტრიანებს მაგრად იგერიებსო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Saris adgilze kepas kefashi wavartyamdi!!!
Caruzo 9
00:01 25-02-2019
0
რა ფულადი ჯარიმა აირტყა ტიპმა....
კახა ქირია
03:32 25-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული