ვინ ითამაშოს? - "მანჩესტერ იუნაიტედში" 10 ფეხბურთელს ტრავმა აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" სამშობლოში ზედიზედ 13 მატჩია წაუგებელია, აქედან 11 კი სულაც მოგებაა. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკაიერი ნამდვილად ქების ღირსია.

ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ ახლა "იუნაიტედში" მძიმე სიტუაცია ჩამოწვა.

"იუნაიტედის" რიგებში იმდენი ტრავმირებულია, რომ უფრო ადვილი ჯანმრთელი ფეხბურთელების ჩამოთვლაა. მხოლოდ "ლივერპულთან" მატჩში სოლსკაიერს პირველივე ტაიმში სამივე შეცვლის გამოყენება მოუწია და სამივე იძულებითი. ყველაფრის მიზეზი, რა თქმა უნდა, ტრავმებია. დაიმტვრნენ: ერერა, მატა და ლინგარდი. აღსანიშნავია, რომ ჯესი ლინგარდი თავად შევიდა შეცვლაზე, მხოლოდ 17 წუთი ითამაშა და შემდეგ მოედანი
დატოვა. მოკლედ, ნამდვილი კოშმარია.

პირველად 4 წლის განმავლობაში, პრემიერლიგაში გუნდმა სამივე შეცვლა პირველივე ტაიმში გამოიყენა.

იქიდან გამომდინარე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ლივერპულთან" მატჩამდე არც ისე აკლდა ტრავმირებული ფეხბურთელები, საბოლოოდ ძალიან სამწუხარო სიტუაცია შეიქმნა.

ესენი "იუნაიტედის" ტრავმირებული ფეხბურთელები არიან:

  1. ფილ ჯონსი, მცველი
  2. მატეო დარმიანი, მცველი
  3. ანტონიო ვალენსია, მცველი
  4. ხუან მატა, ნახევარმცველი
  5. ანდერ ერეა, ნახევარმცველი
  6. ჯესი ლინგარი, ნახევარმცველი
  7. ნემანია მატიჩი, ნახევარმცველი
  8. ანტონი მარსიალი, ფორვარდი
  9. მარკუს რეშფორდი, ფორვარდი
  10. მეისონ გრინვუდი, ფორვარდი

რომ გადახედოთ სიას, მხოლოდ მეკარე აკლია და სასტარტო 11-ეული შეიკვრება. თან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელი ან ძირითადის, ან როტაციის ფეხბურთელია. ერთი მეისონ გრინვუდის შესახებ არ გაგიგიათ ალბათ, რომელსაც საკმაოდ კომიკური და სამწუხარო ისტორია აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" U18-ის საუკეთესო ბომბარდირი სოლსკაიერმა სწორედ ტრავმების ეპიდემიის გამო მიიწვია. მეორე დღეს კი გრინვუდმაც ტრავმა მიიღო.

"ჩვენი სამედიცინო შტაბი ბრწყინვალედ მუშაობს. ამდენი ტრავმა უბრალოდ იმის ბრალია, რომ არ გვიმართლებს", - ამბობს სოლსკაიერი.

დღეს სოლსკაიერს კიდევ ერთი გამოცდა ელის - "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "კრისტალ პალასს" ხვდება, პრემიერლიგის ყველაზე დაუნდობელ გუნდს.

altგარი ნევილი: თუ "მანჩესტერის" მენეჯერად ოლე-გუნარ სოლსკიაერი არ დანიშნეს, ამბოხი დაიწყება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული