
"რეალში" 30 წლის მცველ მარსელოს არ ათამაშებენ, კლუბის დირექტორატმა მისი გაშვება გადაწყვიტა და მან უკვე მოიძია ახალი ნავთსაყუდელი.
იტალიური "ლა სტამპა" იუწყება, რომ ბრაზილიელმა უკვე შეათანხმა "იუვენტუსთან" 4-წლიანი კონტრაქტი და წლიურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს.
"იუვეში" მარსელოს მისი ყოფილი თანაგუნდელი რონალდო ეპატიჟება, რომელთან ერთადაც 9 წელი ითამაშა.
ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.