იტალიის პოლიციამ შინაპატიმრობისგან თავის არიდების ბრალდებით "ანდრეი შევჩენკო" დააკავა

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ბოსკორეალეს პოლიციამ დააკავა ბოროტმოქმედი, რომელმაც თავის ანდრეი შევჩენკოდ გასაღება სცადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ბოსკორეალეში მოხდა. პოლიციამ დააკავა 40 წლის პოლონელი მამაკაცი, რომელსაც მანამდე მზის ბატარეების ქურდობის გამო შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ერთი კვირის წინ ის საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა.

პოლიციამ დამნაშავე ქალაქ სან-ჯუზეპე-ვეზუვიანოში აღმოაჩინა, სადაც ის ერთ-ერთ დანგრეულ სახლში იმალებოდა.

დაკავებისას მას გაქცევა არ უცდია, თუმცა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. მან პოლიციელებს თავი "მილანის" ექს-ფეხბურთელად და უკრაინის ნაკრების მოქმედ მწვრთნელად, ანდრეი შევჩენკოდ წარუდგინა.

პოლიციელებმა ის შინაპატიმრობისგან თავის
არიდებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დააკავეს.

მომზადებულია ilmattino.it-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰგავდა მაინც ?..:)))))))))
saba
22:38 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული